4 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსა" და "რეალი" ბრაზილიელი სუპერტალანტით ინტერესდებიან
"ბარსა" და "რეალი" ბრაზილიელი სუპერტალანტით ინტერესდებიან

"ბარსელონაც" და მადრიდის "რეალიც" ესტევაო ვილიანით ინტერესდებიან, - იუწყება Relevo.

ბრაზილიელმა ტალანტმა თავი "ბლაუგრანას" გულშემატკივრად დიდი ხნის წინ გამოაცხადა. ცხადია, კატალონიურ გრანდში თამაში მისი ოცნებაა, მაგრამ ამას ხელს კლუბის ფინანსური პრობლემები უშლის.

ესტევაო ახლა მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობს, სადაც მის ანგარიშზე უკვე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. 

ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც ვილიანის ამ ტურნირზე გამოსვლას ადევნებს თვალს, თქვა:

"ყოველ ჯერზე, როდესაც მას ბურთი აქვს, გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც მოხდება."

მარჯვენა გარემარბი "პალმეირასის" 20-წლამდელთა გუნდის წევრია. მის გამოსასყიდ თანხას 60 მილიონი ევრო შეადგენს.


Facebook კომენტარები