2 თვის წინ
ბალდე დიდი ხნით იუქმებს? - საგანგაშო ინფორმაცია
ბალდე დიდი ხნით იუქმებს? - საგანგაშო ინფორმაცია

ალეხანდრო ბალდეს შეიძლება ოპერაციის ჩატარება დასჭირდეს, - იუწყება Marca-ს ჟურნალისტი, ლუის ფელიპე როხო.

"ბარსელონას" მარცხენა მცველს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა იმ შემთხვევაში დაუდგება, თუ ბილბაოს "ატლეტიკთან" მიღებულმა ტრავმამ მას მყესიც დაუზიანა.

წყაროს თანახმად, ოპერაცია ბალდეს "ბლაუგრანას" 4 თვით ჩამოაშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფლანგელი ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ გუშინ ჩატარებულ მატჩში დაშავდა. მან მოედანი შეხვედრის 23-ე წუთზე დატოვა.

მიმდინარე სეზონში ალეხანდრომ 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 1 გოლი და 1 ასისტია.


Facebook კომენტარები