1 წლის და 4 თვის წინ
გემის მართვა, მუსიკა და სხვა - "ბარსას" ფეხბურთელთა უცნობი უნარები
გემის მართვა, მუსიკა და სხვა - "ბარსას" ფეხბურთელთა უცნობი უნარები

ესპანურმა გამოცემა Relevo-მ "ბარსელონას" ფეხბურთელთა დაფარული ტალანტებისა თუ ნაკლებად ცნობილი უნარების შესახებ სტატია მოამზადა.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს აღნიშნული სტატიიდან:

"ტერ შტეგენი და ლევანდოვსკი, რომლებსაც "ბარსას" კაპიტნებად გახდომას უწინასწარმეტყველებენ, გემებსაც კაპიტნობენ. ორივე მათგანს აქვს ნავის მართვის ლიცენზია."

"ბარსელონას" ზოგიერთ ფეხბურთელს მუსიკასთანაც ჰქონია შეხება. რაფინიას სამბას რამდენიმე ინსტრუმენტზე შეუძლია დაკვრა, ბელერინი DJ-ის როლს ითავსებს, კესიე როიალზე უკრავს, მემფის დეპაი კი საკუთარ მუსიკას წერს."

"ტერ შტეგენს, ლევანდოვსკის, ბელერინს, პენიას, სერხი რობერტოსა და მარკოს ალონსოს უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისთვის საჭირო კურსები აქვთ გავლილი. ზოგიერთ მათგანს მარკეტინგისა და ბიზნესის დიპლომი მოეპოვება, სხვებს კი კურსი ჯერ არ დაუხურავთ. კუნდემ მისაღები გამოცდა ჩააბარა, თუმცა ლექციებზე სიარული ჯერ არ დაუწყია."

სხვათა შორის, გუშინ ჟურნალისტმა ტონი ხუანმარტიმ ახსენა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები გასულ სეზონში საფეხბურთო სიმულატორ FIFA 22-ში ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, გამარჯვებული კი უმეტესწილად ლუკ დე იონგი გამოდიოდა.

როგორც ხედავთ, "ბარსას" მოთამაშეები მხოლოდ ფეხბურთით არ არიან დაკავებულნი და თითოეულ მათგანს საინტერესო გატაცება აქვს, რომელთა შესახებ გულშემატკივრები საკმაოდ იშვიათად იგებენ ხოლმე.


Facebook კომენტარები