1 წლის და 4 თვის წინ
ფრანგული პრესა დემბელეს უტევს
ფრანგული პრესა დემბელეს უტევს

ფრანგულმა პრესამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ "ბარსელონას" 25 წლის გარემარბს, უსმან დემბელეს შეუტია.

L'Equipe წერს, რომ დემბელეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის ღირებულება არ გააჩნია. როგორც ჩანს, მტკივნეულ მარცხის ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ სწორედ უსმანი სახელდება.

დემბელეთი უკმაყოფილო დარჩა "მამლების" თავკაცი, დიდიე დეშამი, რაც იმით გამოიხატა, რომ იგი პირველი ტაიმის მიმდინარეობისას შეცვალეს.

40 წუთში უსმანის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

7-ჯერ დაკარგული ბურთი

2-ჯერ გასცდნენ დრიბლინგით

1 აკიდებული პენალტი (საკუთარ კარში)

0 დარტყმა კარში

0 მოგებული დუელი

0 წარმატებული დრიბლინგი

შეგახსენებთ, რომ "მამლებმა" მუნდიალი პენალტების სერიაში დათმეს.


Facebook კომენტარები