11 თვის წინ
ლაპორტა და ჩავი ერთ საკითხზე ისევ ვერ თანხმდებიან
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, სერხიო ბუსკეტსის წასვლამ "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველის დამატების საჭიროება გაუჩინა, რის მოგვარებასაც კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს
უკვე ვიცით, რომ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის ფავორიტი მარტინ ზუბიმენდია.
თუ ჟერარ რომეროს დავუჯერებთ, "მაესტროს" არჩევანს არ იზიარებს კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა.
წყაროს თანახმად, "ბარსას" მმართველს ყველაზე მეტად "ვულვზის" პორტუგალიელი შუახაზელი რუბენ ნევეში მოსწონს.
ლაპორტას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ნევეშის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან. ტრანსფერის განხორციელებისთვის ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა, მაგრამ ჩავის პოზიცია, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი გამოდგება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზუბიმენდის ღირებულება 60 მილიონი ევროა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
14 საათის და 39 წუთის წინ
კაპელო: "იამალი მესის დონეს ვერ მიაღწევს"
17 საათის და 6 წუთის წინ
"ბარსას მორიგი სამიზნე" - კლუბი "ჩელსის" ტალანტის დამატებას გეგმავს
1 დღის და 8 საათის წინ
"კამერები აღარ არის" - როგორ განიხილავდნენ იამალის ეპიზოდს
1 დღის და 12 საათის წინ
ლაპორტა: "კლასიკოს" თავიდან ჩატარებას მოვითხოვთ"