10 თვის და 1 კვირის წინ
ლა ლიგამ "ბარსასა" და "რეალს" მორიგი დარტყმა მიაყენა
ლა ლიგამ "ბარსასა" და "რეალს" მორიგი დარტყმა მიაყენა

"ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს' ტერმინ "ელ კლასიკოს" გამოყენების უფლება აღარ ექნებათ, - იუწყება Relevo.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სავაჭრო ნიშანი "ელ კლასიკო" ესპანეთის საპატენტო ბიუროში ლა ლიგას აქვს დარეგისტრირებული. სწორედ ამიტომ გაისტუმრეს "ბარსელონას" თხოვნა უარით.

რადგან ნიშანი სხვა ორგანიზაციას აღმოაჩნდა დარეგისტრირებული, კლუბების მიერ მისმა გამოყენებამ შეიძლება გაურკვევლობა შექმნას.

"ბლაუგრანასთვისაც" და "სამეფო კლუბისთვისაც" ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რადგან მათ შორის გასამართი მატჩების მარკეტინგული ღირებულება მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს. მაგალითად, ზაფხულში აშშ-ში გასამართ ამხანაგურ მატჩს კლუბები "ელ კლასიკოს" ვეღარ უწოდებენ.

ლა ლიგასთან კლუბებს ურთიერთობა ისედაც გაუარესებული ჰქონდა, ახლა კი მოსალოდნელია, რომ დაძაბულობა გაიზრდება.


Facebook კომენტარები