10 თვის წინ
გაირკვა! - ითამაშებს თუ არა კუნდე “მალიორკას” წინააღმდეგ
გაირკვა! - ითამაშებს თუ არა კუნდე “მალიორკას” წინააღმდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “მალიორკას” დაუპირისპირდება.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, mundo deportivo-ს სპორტული ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟულ კუნდემ გამოჯანმრთელება მოასწრო და ლა ლიგის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაზეც მონაწილეობას მიიღებს.

ცნობისთვის, შეხვედრა 28 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კუნდემ დაზიანება “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მიიღო, თუმცა ტრავმა მარტივი სიმძიმის გამოდგა.


Facebook კომენტარები