9 თვის და 4 კვირის წინ
ალბას 3 მსურველი ჰყავს
ალბას 3 მსურველი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, ჟორდი ალბა "ბარსელონას" გუშინ საბოლოოდ დაემშვიდობა. კატალონიურმა გრანდმა 34 წლის ფლანგელს გასაცილებელი საღამო მოუწყო, სადაც ბევრი ცრემლი დაიღვარა და ბევრი რამეც ითქვა.

ახლა ესპანელს ისღა დარჩენია, რომ ახალი გუნდი ეძებოს.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ლეგენდით 3 ევროპული კლუბია დაინტერესებული:

"ინტერ მილანი"

"ატლეტიკო"

"ბენფიკა"

დიდი ალბათობით, ჟორდი არჩევანს ამ სამეულს შორის გააკეთებს.

გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ალბას ესპანეთში დარჩენა უნდა, თუმცა საუდის არაბეთიდან მიღებულმა სარფიანმა შეთავაზებამ მას შეიძლება აზრი შეაცვლევინოს. 

2022/2023 წლების სეზონში ჟორდიმ თავი 2 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები