10 თვის და 3 კვირის წინ
"მესის უკვე ვესაუბრე, ძალიან მინდა, რომ ის დაბრუნდეს" - ჩავის პრესკონფერენცია
"მესის უკვე ვესაუბრე, ძალიან მინდა, რომ ის დაბრუნდეს" - ჩავის პრესკონფერენცია
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონასა" და ვიგო "სელტას" მატჩის წინ ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა.

"ხვალინდელი მიზანი გამარჯვება იქნება. ასევე კარის მშრალად შენახვა, ლევანდოვსკის ბომბარდირობა... "სელტა" რთულ ვითარებაშია, თუმცა ჩვენ მოგება გვსურს.

"მესის უკვე ვესაუბრე, ძალიან მინდა, რომ ის დაბრუნდეს. ვუთხარი, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ეს იდეალური სცენარი იქნება.

"სამომავლო გეგმებზე, შენაძენებზე და ფეხბურთელების წასვლაზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, რადგან ლა ლიგაზე ვართ დამოკიდებულები.

"ფინანსურ საკითხზე არ ვარ პასუხისმგებელი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მესი ფეხბურთის კუთხით ძალიან დაგვეხმარება.

"გუნდიდან გამომდინარე შევაფასებთ, თუ რა იქნება ჩვენი მიზნები მომავალ სეზონში.

"ძალიან ბედნიერი ვიქნები ლეოს დაბრუნებით. იმედია, ეს ასე მოხდება.

"სეზონის კარგად დასრულება და გამარჯვება გვსურს. ვიცით, რომ "სელტას" სასწორზე ბევრი რამე დევს, მაგრამ გამარჯვებას ვეცდებით.

"ტერ შტეგენი ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას მიიღებს.

"მოურინიო? ისევე როგორც მოთამაშეები, ასევე მწრთვნელებიც უნდა იყვნენ სამაგალითოები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მტკივნეულია მარცხი", - განაცხადა ესპანელმა.


Facebook კომენტარები