9 თვის და 3 კვირის წინ
კესიეს სერიოზული მსურველი ჰყავს! - რა ბედი ეწევა ფრანკს
კესიეს სერიოზული მსურველი ჰყავს! - რა ბედი ეწევა ფრანკს

როგორც მოგეხსენებათ, 26 წლის კოტ დ’ივუარელმა ფეხბურთელმა, ფრანკ კესიემ “ბარსელონასთან” ერთად სადებიუტო სეზონი ჩაატარა.

შესაძლოა, ეს სეზონი ახალგაზრდა მოთამაშისთვის “ბარსელონაში” სადებიუტო და ამავდროულად ბოლო გამოდგეს.

გავლენიანი სპორტული სააგენტო, Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის “ინტერი” 26 წლის ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

“ნერაძური” კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს.

ცნობისთვის, ფრანკ კესიემ გასულ სეზონში ჩატარებულ 43 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები