10 თვის და 3 კვირის წინ
არაბები გაოცებას ვერ მალავენ - მესის მკაფიო გზავნილი
არაბები გაოცებას ვერ მალავენ - მესის მკაფიო გზავნილი

ლიონელ მესიმ თავის გარემოცვას დაუდასტურა, რომ "ბარსელონას" ღირსების დაცვა ისევ სურს, - იუწყება არგენტინული TyC Sports-ი.

კიდევ უფრო სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს Goal Espana.

წყაროს თანახმად, "ლა პულგას" ბანაკს საუდის არაბულ კლუბთან შეთანხმებამდე ძალიან ცოტა აშორებდა, თუმცა მესიმ მათ სთხოვა, რომ ყველაფერი 2024 წლამდე გააჩერონ.

საუდის არაბეთის წარმომადგენელთა დელეგაცია გაოცებას ვერ მალავს. ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელს მათ შეატყობინეს, რომ მსგავს შეთავაზებას მომავალ წელს აღარ გააკეთებენ.

როგორც ჩანს, 35 წლის ფეხბურთელი მზად არის, უდიდეს ფინანსურ სიკეთეზე უარი თქვას და მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს.

ყველაფერი ახლა ლა ლიგასა და "ბარსელონაზეა" დამოკიდებული.


Facebook კომენტარები