10 თვის და 2 კვირის წინ
გიუნდოგანი "ბარსელონაში" ტრანსფერს უახლოვდება - ახალი ცნობები
გიუნდოგანი "ბარსელონაში" ტრანსფერს უახლოვდება - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ილქაი გიუნდოგანი კატალონიის "ბარსელონას" ხშირად დააკავშირეს.

ამჯერად ახალ ცნობებს გამოცემა "La Porteria" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, უდიდესი ალბათობით, მომდევნო სეზონში გერმანელი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" რიგებს შეუერთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ილქაიმ კატალონიელებთან 3- წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს.

აქვე გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია სხვა გამოცემების მიერ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული. ასე რომ, ამ საკითხზე ახალ და მნიშვნელოვან ცნობებს უახლოეს დღეებში გავიგებთ.


Facebook კომენტარები