10 თვის და 2 კვირის წინ
მცდელობა ამაო გამოდგა - მესის ჩაშლილი გეგმა
მცდელობა ამაო გამოდგა - მესის ჩაშლილი გეგმა

ბოლო საათებში გავრცელებული ცნობები ცხადყოფენ, რომ ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნება თითქმის გამორიცხულია.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ როხერ ტორელოს თქმით, "ბლაუგრანაში" უკვე შეეგუვნენ ლეოს ტრანსფერის განხორციელების შეუძლებლობას.

კლუბში ამბობენ, რომ მესის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის გადაბირების საუკეთესო შანსი ახლა "ინტერ მაიამის" აქვს.

თუ SPORT-ს ვენდობით, არსებობდა ლეო "ბარსაში" სწორედ ფლორიდელთა დახმარებით გვეხილა, მაგრამ ამ სურვილს ასრულება არ უწერია.

ესპანური გამოცემის თანახმად, მესიმ არაბულ "ალ-ჰილალსაც" და "ინტერ მაიამისაც" შესთავაზა, რომ მათ წინადადებას დასთანხმდებოდა, თუმცა 2023/2024 წლების სეზონს იჯარით "ბარსაში" გაატარებდა. აღნიშნული იდეა ორივე კლუბმა დაიწუნა.

მოლაპარაკებებში ჩართული იყო ლეოს მამა და აგენტი, ხორხე მესიც.

ასე და ამგვარად, 35 წლის არგენტინელი ახლა "ინტერ მაიამისთან" გაცილებით ახლოა, ვიდრე "ბარსელონასთან". ზოგიერთი გამოცემა ამის ოფიციალურ დადასტურებასაც მალე ელოდება.


Facebook კომენტარები