1 წლის და 1 თვის წინ
"ბარსელონა" დანებდა - სამწუხარო ინფორმაცია
"ბარსელონა" დანებდა - სამწუხარო ინფორმაცია

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღე "ბარსელონასთვის" საკმაოდ ცხელი უნდა გამომდგარიყო, თუმცა ბოლო ცნობები მოვლენათა განვითარების სხვაგვარ სცენარს გვთავაზობს.

Relevo-ს ჟურნალისტ ტონი ხუანმარტის თქმით, "ბლაუგრანაში" არ სჯერათ, რომ დღეს ფეხბურთელის დამატებას შეძლებენ.

ამავე შეხედულებას იზიარებს Cadena Ser-იც: "კლუბიდან გამომავალი წყაროების მიხედვით, "ბარსა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებში ტრანსფერს არ გააკეთებს."

"დღეს ტრანსფერები არ გაკეთდება," - ეს Marca-ს ინფორმაციაა.

როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" გადაწყვიტეს, რომ ახალი ფეხბურთელით არ გაძლიერდნენ. არადა, დილით გაჟღერებული ცნობების მიხედვით, კლუბი ბაზარზე გარემარბს, ნახევარმცველს ან ცენტრფორვარდს ეძებდა.

ერთადერთი მოძრაობა, რომელსაც უახლოეს საათებში "ბარსასგან" უნდა ველოდოთ, ჰექტორ ბელერინის ლისაბონის "სპორტინგში" გაყიდვა იქნება.


Facebook კომენტარები