10 თვის და 2 კვირის წინ
დე იონგი: "სამწუხაროა, რომ მესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდა"
დე იონგი: "სამწუხაროა, რომ მესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდა"
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ფრენკი დე იონგმა ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კომენტარი თავის მომავალთან დაკავშირებით და ლიონელ მესის "ბლაუგრანაში" არ დაბრუნების თემაზე გააკეთა.

"სამწუხაროა, რომ მესი "ბარსელონაში" არ დაბრუნდა. ის ძალიან დაგვეხმარებოდა.

"ბარსაში თავს კარგად ვგრძნობ, როგორც ყოველთვის. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მომავალ სეზონში "ბარსაში" დავრჩები.

"100%-ით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ვფიქრობ, რომ ისევ ამ კლუბში დავრჩები", - განაცხადა ნიდერლანდელმა.


Facebook კომენტარები