10 თვის და 2 კვირის წინ
ჩავი "ბარსელონას" სამიზნეს შეხვდება
ჩავი "ბარსელონას" სამიზნეს შეხვდება

ცნობილი ჟურნალისტი აშრაფ ბენ აიდი იუწყება, რომ ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნეს შეხვდება.

წყაროს თანახმად, 43 წლის სპეციალისტს იტალიური "ფიორენტინას" ნახევარმცველთან, სოფიან ამრაბატთან უნდა გასაუბრება.

შეხვედრა, რომელსაც ჟურნალისტი "საბოლოოს" უწოდებს, უახლოეს დღეებში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 28 წლის მაროკოელს "ბლაუგრანასთვის" დაცდა მობეზრდა, რადგან კატალონიელები ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ.

სოფიანით უკვე დაინტერესდნენ "ნიუკასლ იუნაიტედი", "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

ცნობისთვის, გასულ სეზონში ჩატარებულ 47 მატჩში ამრაბატმა 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები