10 თვის და 1 კვირის წინ
ვინ შეცვლის ბუსკეტსს - "ბარსას" 2 ალტერნატივა დაემატა
ვინ შეცვლის ბუსკეტსს - "ბარსას" 2 ალტერნატივა დაემატა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" საყრდენი ნახევარმცველის ძიებაშია. "ბლაუგრანას" პრიორიტეტულ სამიზნეებად მარტინ ზუბიმენდი და იოზუა კიმიხი განიხილებიან, თუმცა კატალონიურმა გრანდს სათადარიგო გეგმაც აქვს.

SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსა" ალტერნატიულ ვარიანტებად "ფულემის" პორტუგალიელ შუახაზელ ჟოაუ პალინიასა და "ბენფიკას" ასევე პორტუგალიელ ფეხბურთელს, ფლორენტინიო ლუისს მიიჩნევს.

"ფულემი" პალინიას 50 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ლონდონური კლუბი მზად არის ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვის შესაძლებლობაზე სასაუბროდაც.

გაცვლით დაინტერესებული იქნება ლისაბონის "ბენფიკაც". "არწივები" ლუისს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.

მნიშვნელოვანია, რომ ფლორენტინოს "ბარსაში" გადაბარგების პერსპექტივა ძალიან მოსწონს.

გასულ სეზონში 23 წლის პორტუგალიელმა 54 მატჩში მიიიღო მონაწილეობა და 3 ასისტი მიითვალა. 27 წლის პალინიას სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავია - 40 მატჩი, 4 გოლი.


Facebook კომენტარები