9 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსა" "ესპანიოლის" ნახევარმცველით დაინტერესდა
"ბარსა" "ესპანიოლის" ნახევარმცველით დაინტერესდა

"ბარსელონა" "ესპანიოლის" ნახევარმცველით, სერხი დარდერით დაინტერესდა, - იუწყება Catalunya Radio.

29 წლის შუახაზელის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტული სამიზნე ილქაი გიუნდოგანია, მაგრამ ალტერნატიულ ვარიანტად სერხიც განიხილება.

სხვათა შორის, ესპანელ შუახაზელს ჩავი ერნანდესი უკვე ესაუბრა.

გასულ სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში დარდერმა თავი 7 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები