9 თვის და 1 კვირის წინ
ნეიმარი არ ნებდება - რაზეა წამსვლელი ბრაზილიელი დაბრუნებისთვის
ნეიმარი არ ნებდება - რაზეა წამსვლელი ბრაზილიელი დაბრუნებისთვის

ევროპულ პრესაში კიდევ ერთხელ გავრცელდა ხმები ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილის შესახებ.

SPORT-ის ინფორმაციით, მიუხედავად ჩავი ერნანდესის დაბრუნებისა, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი მის გეგმებში არ შედის, 31 წლის შემტევი დანებებას არ გეგმავს. მას "ბლაუგრანას" მაისურის კიდევ ერთხელ მორგება უნდა.

ამ ამბავზე დაწერა BarcaTimes-მაც:

"ბარსელონას" სხვა პრიორიტეტებია აქვს, მაგრამ ბორდში არიან ადამიანები, რომლებიც ნეიმარის დაბრუნებას არ ეწინააღმდეგებიან. უპირველეს ყოვლისა, კლუბს ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, რათა ფინანსური ფეარ-პლეი დაარეგულიროს.

ბორდთან დაახლოებულმა პიროვნებამ თქვა, რომ ნეიმარი ხელფასის შესამცირებლადაც მზადაა. ლა ლიგა "ბარსას" უბრალოდ ვერ მისცემს ბრაზილიელისთვის იმ ანაზღაურების დანიშვნის საშუალებას, რომელსაც იგი წარსულში იღებდა.

"ნეიმარისა და "ბარსელონას" საგა შეიძლება ისევ დაბრუნდეს" - ამბობდს ნეიმართან და "ბარსელონასთან" დაახლოებული პიროვნება."

შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობების მიხედვით, "პარი სენ-ჟერმენს" თავის ათიანთან დამშვიდობება უნდა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ნეიმ აღნიშნულის შესახებ იცის.

გასულ სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში "პსჟ-ს" ათიანმა 18 გოლი და 17 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები