10 თვის წინ
როგორ ჩაჯდება ილქაი "ბარსას" XI-ში - 2 ვარიანტი
როგორ ჩაჯდება ილქაი "ბარსას" XI-ში - 2 ვარიანტი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტიდან" 32 წლის ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერი დახურა.

გერმანელი ვარსკვლავი "ბლაუგრანაში" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის რანგში მოდის, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მას არ გაუჭირდება.

Tribuna.com-მა შემოგვთავაზა 2 ვარიანტი იმისა, თუ როგორ ჩაჯდება ილქაი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ძირითად თერთმეტეულში.

1. ნახევარდაცვის სიღრმეში

გიუნდოგანის უნივერსალურობა იძლევა საშუალებას, რომ მან ნახევარდაცვის სიღრმეში იმოქმედოს. შესაძლებელია, იგი იყოს ბუსკეტსის დე-ფაქტო ჩამნაცვლებელიც, რადგან ბურთის მაღლა ატანისა და ცენტრში დიდი სარგებლის მოტანის უნარებით გამოირჩევა. 

მსგავსი განლაგება ჩავის მისცემს საშუალებას, პედრი&გავის დუეტი არ დაშალოს, წინ კი უსმან დემბელეს, რობერტ ლევანდოვსკისა და რაფინიას ტრიოთი შეუტიოს.

2. წინ წაწეულ პოზიციაზე

უფრო სავარაუდოა, რომ ჩავი გიუნდოგანს მეტოქის კართან მეტად ახლოს ხედავდეს. გასულ სეზონში "სიტის" კაპიტანმა 11 გოლი და 7 ასისტი მიითვალა, რაც მის შედეგიანობაზე შესანიშნავად მეტყველებს. აქედან გამომდინარე, ილქაიმ მეტი თავისუფლება უნდა მიიღოს, რათა მოწინააღმდეგის დაცვაში არსებული სივრცეებით ისარგებლოს ხოლმე.

ასეთ განლაგებაში გავი კვლავ გარემარბის პოზიციას დაიკავებს, რასაც უკვე შევეჩვიეთ. დიდ მატჩებში ჩავი 4 ნახევარმცველიან სქემას ხშირად მიმართავდა და არაა გამორიცხული, ეს მომავალშიც გააკეთოს.


Facebook კომენტარები