10 თვის წინ
"ბარსა" ბროზივიჩის დარწმუნებას ცდილობს - დეტალები
"ბარსა" ბროზივიჩის დარწმუნებას ცდილობს - დეტალები

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა ფერნანდო პოლომ მარსელო ბროზოვიჩით "ბარსელონას" დაინტერესების შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

წყაროს თანახმად, ჩავი, დეკუ და მატეუ ალემანი მაქსიმალურად ცდილობენ, ხორვატი ნახევარმცველი დაითანხმონ. ისინი ხუთშაბათიდან მოყოლებული მუშაობენ.

"ბარსაში" უნდათ, ბროზოვიჩს დააჯერონ, რომ ის საუდის არაბეთში წასასვლელად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, "ბლაუგრანაში" კი საკვანძო როლი მიეცემა, რადგან სერხიო ბუსკეტსმა გუნდი დატოვა. მათ წმინდა სპორტული და პრესტიჟთან დაკავშირებული არგუმენტები აქვთ.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" აზრით, 30 წლის შუახაზელის მომავალს მომდევნო კვირა გადაწყვეტს.

"ბლაუგრანას" ახარებს, რომ მიუხედავად საუდის არაბეთიდან მიღებული წინადადების სარფიანობისა, მარსელოს მასზე თანხმობა ჯერ კიდევ არ განუცხადებია. ეს კატალონიელთა შანსებს ნამდვილად ზრდის.

რაც შეეხება მილანის "ინტერს", მათ ბროზოვიჩის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვთ.


Facebook კომენტარები