9 თვის და 3 კვირის წინ
არნაუ ტენასს მსურველი გამოუჩნდა
არნაუ ტენასს მსურველი გამოუჩნდა

როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის მეკარე, არნაუ ტენასი “ბარსელონაში” მისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

ტენასს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, რის გამოც “ბალუგრანას” დატოვება გადაწყვიტა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარნლის” არნაუს შეძენა სურს.

ინგლისური გუნდი უახლოეს მომავალში  შეთავაზებას გააკეთებს.

ცნობისთვის, არნაუ ტენასს დიდი კონკურენციის გამო “ბარსელონას” მთავარი გუნდის მაისური შეხვედრა არ აქვს ჩატარებული.


Facebook კომენტარები