9 თვის და 3 კვირის წინ
დეკუმ მარჯვენა მცველს მიაგნო - შეთავაზება მალე გაკეთდება
დეკუმ მარჯვენა მცველს მიაგნო - შეთავაზება მალე გაკეთდება

"ბარსელონა" "რეალ ვალიადოლიდის" მარჯვენა მცველისთვის, ივან ფრესნედასთვის გაჩაღებულ ბრძოლას ლიდერობს, - აღნიშნულ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.

ესპანელი ფლანგელი "ბლაუგრანას" ახალი სპორტული დირექტორის, დეკuს რჩეულია.

სწორედ პორტუგალიელმა დაარწმუნა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა, რომ არჩევანი 18 წლის ფეხბურთელზე გაეკეთებინათ. მას ფრესნედა ძალიან მოსწონს.

თუ ჟურნალისტ მატეო მორეტოს დავუჯერებთ, "ბარსა" "ვალიადოლიდისთვის" ოფიციალური შეთავაზებით უახლოეს დღეებში მიმართვას სერიოზულად განიხილავს.

"თეთრ-იისფრები" ივანს 20 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა "ბარსას" პირველი წინადადება გაცილებით დაბალი ღირებულების იქნება.

ფრესნედათი ინტერესდებოდნენ დორტმუნდის "ბორუსია" და ლონდონის "არსენალი", მაგრამ ბოლო ხანებში ისინი აღარ აქტიურობენ.

გასულ სეზონში "ვალიადოლიდის" ტალანტმა 24 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.


Facebook კომენტარები