9 თვის წინ
ალბა და რამოსი ერთ გუნდში?! - რომელ კლუბს უახლოვდებიან ესპანელები
ალბა და რამოსი ერთ გუნდში?! - რომელ კლუბს უახლოვდებიან ესპანელები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი ჟორდი ალბა ჯერ კიდევ უკლუბოდ იმყოფება.

მის მომავალთან დაკავშირებით მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

გამოცემა "Sport"-ის ცნობით, "ინტერ მაიამი" ესპანელის განაპირა მცველის გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკული გუნდი სერხიო რამოსის დამატებასაც უახლოვდება, რომელიც "პარის სენ-ჟერმენიდან" წამოსვლის შემდეგ კლუბის გარეშე იმყოფება.

ასე და ამგვარად, თუ ზემოთაღნიშნულ გამოცემას დავუჯერებთ, რეალური შანსია, რომ "ინტერ მაიამიში" ლეო მესისთან და სერხიო ბუსკეტკსთან ერთად, ალბა და რამოსიც ვიხილოთ.


Facebook კომენტარები