1 წლის და 2 თვის წინ
"ბარსა" როკეს უმიზნებს - მან ლევანდოვსკი უნდა შეცვალოს
"ბარსა" როკეს უმიზნებს - მან ლევანდოვსკი უნდა შეცვალოს

"ბარსელონა" ბრაზილიური "ფლამენგოს" 17 წლის თავდამსხმელის, ვიტორ როკეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბში ბრაზილიელს რობერტ ლევანდოვსკის გრძელვადიან შემცვლელად მიიჩნევენ.

როკეს აგენტი ბარსელონაში მალე ჩაფრინდება. ფეხბურთელის ხელფასი დაბალი იქნება, მაგრამ პრობლემა შეიძლება მისმა მაღალმა ღირებულებამ შექმნას.

აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ფლამენგო" ახალგაზრდა ფორვარდს 30 მილიონ ევროდ დააფასებდა, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" კი ამ თანხის 3 ეტაპად გადახდაზე თანხმობის მიღებას ეცდებოდნენ.

კატალონიური გამოცემის მიხედვით, როკეთი "ჩელსი" და "პსჟ-ც" ინტერესდებიან, მაგრამ ტალანტს მხოლოდ "ბარსაში" სურს თამაში.

ბრაზილიის სერია ა-ში ვიტორს 29 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი მონაგარი 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


Facebook კომენტარები