9 თვის და 3 კვირის წინ
"ინტერ მაიამიმ" შეიძლება "ბარსას" 5 ლეგენდა გააერთიანოს
"ინტერ მაიამიმ" შეიძლება "ბარსას" 5 ლეგენდა გააერთიანოს

RAC1-ის ცნობით, "ინტერ მაიამიმ" ანდრეს ინიესტას შეთავაზებით მიმართა.

ესპანელი ლეგენდა MLS-ის კლუბში გადაბარგების პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს.

36 წლის ნახევარმცველს აქვს საუდის არაბული კლუბის წინადადებაც. ანდრესი გადაწყვეტილებას სულ მალე მიიღებს.

თუ ინიესტა "ინტერ მაიამიში" წავა, იგი "ბარსელონას" ორ ლეგენდასთან - ლიონელ მესისთან და სერხიო ბუსკეტსთან გაერთიანდება. ფლორიდელები ინტერესდებიან ჟორდი ალბათი და ლუის სუარესიც.

ვახსენოთ, რომ "ინტერს" "ბარსას" ყოფილი თავკაცი, ხერარდო მარტინო წვრთნის.


Facebook კომენტარები