1 წლის და 2 თვის წინ
გადაწყდა! - "ბარსელონას" ტრანსფერი არ დაუდასტურეს
გადაწყდა! - "ბარსელონას" ტრანსფერი არ დაუდასტურეს

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ როხერ ტორელოს ინფორმაციით, ფიფამ ხულიან არაუხოს "ლოს ანჯელეს გელექსიდან" "ბარსელონაში" ტრანსფერი არ დაარეგისტრირა.

"ბლაუგრანას" 21 წლის ფლანგელის ტრანსფერი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა ყველაფერი კომპიუტერულმა ხარვეზმა ჩაშალა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" საჭირო დოკუმენტაცია 18 წამით გვიან გააგზავნეს.

კატალონიურ გრანდში იმედოვნებდნენ, რომ ფიფა გამონაკლისს დაუშვებდა და არაუხოს "ბარსაში" გადაბარგების შესაძლებლობა მიეცემოდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ დაკმაყოფილდა.

ასე და ამგვარად, მექსიკელი მარჯვენა მცველი "გელექსიში" მინიმუმ ზაფხულამდე დარჩება.

აქვე გეტყვით, რომ "ბლაუგრანა" არაუხოს 6-თვიანი იჯარით იმატებდა, სეზონის ბოლოს კი მის 5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებას იღებდა. ხულიანს თავდაპირველად "ბარსელონა ატლეტიკში" ჩარიცხავდნენ.



Facebook კომენტარები