9 თვის და 2 კვირის წინ
იამალი “ბარსასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს? - უახლესი ცნობები
იამალი “ბარსასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს? - უახლესი ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობაში 15 წლის მოთამაშე, ლამინე იამალი გამოჩნდა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლამინე იამალი კატალონიურ გუნდთან ახალ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ეს ყველაფერი 13 ივლისს მოხდება, როდესაც იამალი 16 წლის გახდება.

საგულისხმოა, რომ სტაფიდან დაწყებული პრეზიდენტის ჩათვლით ყველა იამალს 100%-ით ენდობა.

ლამინე “ბარსელონას” ახალი პროექტის ერთ-ერთ უცვლელ წევრად მიიჩნევა.

ცნობისთვის, იამალი “ბლაუგრანას” აშშ-ში პრე-სეზონზე აუცილებლად გაყვება.


Facebook კომენტარები