1 წლის და 1 თვის წინ
ჩავი: "ჩვენ არ ვართ ლა ლიგის მოგების ფავორიტები"
ჩავი: "ჩვენ არ ვართ ლა ლიგის მოგების ფავორიტები"
ავტორი
Aa

"სევილიასთან" მატჩის წინ, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე საკითხის შესახებ ისაუბრა.

"მიუხედავად შედეგებისა, "სევილია" რთული მეტოქეა. სამპაოლი შესანშნავი მწვრთნელია და ჩვენთვის ყველაფერი რთული იქნება."

"ხვალ "კამპ ნოუზე" გულშემატკივრები გვჭირდება."

"ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ნებისმიერ სისტემაში. შესანიშნავი მატჩები ჩავატარეთ ორ ვინგერთან ერთად. ეს ყველაფერი დიდად არ განსხვავდება. შესაძლოა ოთხი ნახევარმცველით ნაკლები ბურთი იკარგება."

"ველოდებით ბუსკეტსის გადაწყვეტილებას. თუ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მოხარული ვიქნები."

"დემბელე საუკეთესოა 1-1-ზე სიტუაციებში, მაგრამ რაფინიას, ანსუს, ფერანს ასევე შეუძლიათ ამის გაკეთება. ჩვენ ბევრს ვკარგავთ ასეთ სიტუაციებში, მაგრამ ვიგებთ სხვა საკითხებში."

"ფრენკი ჩემთვის ყოვეთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო. ის არის სწრაფი ძლიერი, ხარისხიანი მოთამაშეა... მას აქვს ყველა ის თვისება, რაც ბარსას სჭირდება და ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მოთამაშე."

"ჩვენ ვართ ლა ლიგის მოგების კანდიდატები, მაგრამ არა ფავორიტები. ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ჩემპიონს ვებრძვით. ვხედავ, რომ მადრიდელები კარგად მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ქულით უკან არიან." - თქვა ჩავიმ.



Facebook კომენტარები