9 თვის და 1 კვირის წინ
სად შეიძლება გადავიდეს ნიკო გონსალესი - რეალური ვარიანტი
სად შეიძლება გადავიდეს ნიკო გონსალესი - რეალური ვარიანტი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ნიკო გონსალესის კატალონიის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემა "Sport"-ი ახალ ცნობებს ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, საკმაოდ რეალურია, რომ ესპანელი ნახევარმცველი "პორტუს" რიგებში ვიხილოთ.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელებს 21 წლის მოთამაშის 1-წლიანი იჯარით გადაბირება სურთ.

ასე და ამგვარად, თუ რას გადაწყვეტენ "ბარსაში" ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.


Facebook კომენტარები