9 თვის და 1 კვირის წინ
ფაიე ყველას აკვირვებს - რას ამბობენ "ბარსას" მწვრთნელები
ფაიე ყველას აკვირვებს - რას ამბობენ "ბარსას" მწვრთნელები

"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი მიკაილ ფაიეს ასპარეზობით აღფრთოვანებულია, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი.

19 წლის მცველი სპეციალისტებს თავისი ფიზიკური ძალით აოცებს. მიკაილი განსაკუთრებით დომინანტი საჰაერო ორთაბრძოლებშია. 

გუშინ სენეგალელმა სოციალურ ქსელში ატვირთა რამდენიმე ფოტო, სადაც შესანიშნავად ჩანს, თუ რამდენად ძლიერი უკანახაზელი გაიფორმა კატალონიურმა გრანდმა.

ცხადია, ახალგაზრდა ფეხბურთელს რამდენიმე ასპექტზე სამუშაოც აქვს. მან ტექნიკა და პოზიციონირება უნდა დახვეწოს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში ფაიეს პირველ გუნდში დაეთმობა დრო.

შეგახსენებთ, რომ "ურჩხული", როგორც მას თავის წინა კლუბში შეარქვეს, "ბლაუგრანამ" 1.5 მილიონ ევროდ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაიფორმა.


Facebook კომენტარები