9 თვის და 1 კვირის წინ
გადაწყვეტილია! - ორიოლ რომეუ “ბარსელონაში” ითამაშებს
გადაწყვეტილია! - ორიოლ რომეუ “ბარსელონაში” ითამაშებს

31 წლის ესპანელი ნახევარმცველი, ორიოლ რომეუ კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აქვეყნებს.

რომანოს ცნობით, ორიოლი კატალონიურ გ უნდა ამ კვირაში შეუერთდება. მან უკვე სამედიცინო შემოწმება გაიარა.

“ბლაუგრანამ” 31 წლის ნახევარმცველში 6 მილიონი ევრო გადაიხადა.

ცნობისთვის, რომეუ სწორედ “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილი გახლავთ და კატალონიურ გუნდში 2 შეხვედრაც აქვს ჩატარებული.

რომეუს კარიერის მანძილზე “საუთჰემპტონში”, “ვალენსიაში”, ლონდონის “ჩელსისა” და “შტუტგარდში” უთამაშია.

ბოლოს კი “ჟირონას” ღირსებას იცავდა, სადაც 34 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანაც შეძლო.


Facebook კომენტარები