9 თვის და 1 კვირის წინ
საიჯარო ტრანსფერი! - სად ითამაშებს პაბლო ტორე
საიჯარო ტრანსფერი! - სად ითამაშებს პაბლო ტორე

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” “ჟირონადან” 31 წლის ნახევარმცველი, ორიოლ რომეუ დაიმატა.

შეთანხმების თანახმად, “ბარსელონას” 20 წლის ტალანტი, პაბლო ტორე “ჟირონაში” გადავიდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანურ გუნდში იჯარის წესით 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

ჩავის მიზანი იყო, რომ ტორეს სათამაშო პრაქტიკა მიეღო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან ახალგაზრდა მოთამაშის განათხოვრება.

ცნობისთვის, პაბლო ტორემ გასულ სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები