9 თვის და 1 კვირის წინ
უარი მაცდურ შეთავაზებაზე - ბალდემ პრემიერ ლიგის გრანდის წინადადება დაბლოკა
უარი მაცდურ შეთავაზებაზე - ბალდემ პრემიერ ლიგის გრანდის წინადადება დაბლოკა
ავტორი
Aa

ცნობილმა გამოცემა "Mundo Deportivo"-მ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელზე ალეხანდრო ბალდეზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ესპანელმა უკანახაზელმა პრემიერ ლიგის გრანდის მაცდურ წინადადებაზე უარი განაცხადა.

საუბარი "მანჩესტერ სიტიზე", რომელიც 19 წლის მოთამაშეს ბევრად მეტ ანაზღაურებას სთავაზობდა, თუმცა ესპანელმა "ქალაქელთა" შეთავაზება დაბლოკა.

როგორც იწერება, მისი სურვილი კარიერის კატალონიურ გრანდში გაგრძელება და ამ კლუბთან ერთად წარმატების მიღწევაა.

აქვე გეტყვით, რომ ბალდეს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.


Facebook კომენტარები