9 თვის და 1 კვირის წინ
"ის დიდი სიურპრიზი იქნება" - ჩავიმ ლაპორტა სიტყვა მისცა
"ის დიდი სიურპრიზი იქნება" - ჩავიმ ლაპორტა სიტყვა მისცა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "ჟირონას" 31 წლის ნახევარმცველის, ორიოლ რომეუს ტრანსფერი დახურა.

ესპანელი შუახაზელის "ბლაუგრანაში" გადაბარგება დღეს გაოფიციალურდება.

რომეუს ყიდვაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობაში კონსესუსი არ არსებობდა, თუმცა, თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, მთავარი ფაქტორი ჩავი ერნანდესი გახლდათ. "მაესტროს" "ლა მასიელის" დაბრუნება ძალიან სურდა და მიზანსაც მიაღწია.

"რომეუ ამ სეზონის დიდი სიურპრიზი იქნება," - უთქვამს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელს კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტასთვის.

შეგახსენებთ, რომ ორიოლში "ბარსა" 4.5 მილიონ ევროს გადაიხდის. კატალონიელები ამას პაბლო ტორეს "ჟირონაში" 1-წლიანი იჯარით გაშვებასაც დაუმატებენ.


Facebook კომენტარები