8 თვის წინ
ცნობილია: რა ნომრებით ითამაშებენ "ბარსას" ფეხბურთელები პრესეზონზე
ცნობილია: რა ნომრებით ითამაშებენ "ბარსას" ფეხბურთელები პრესეზონზე

უკვე ცნობილია, თუ რა ნომრებით ითამაშებენ "ბარსელონას" ფეხბურთელები წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებს:

როგორც ხედავთ, ახალწვეულთაგან ილქაი გიუნდოგანს 14 ნომერი შეხვდა, ინიგო მარტინესმა 5 ნომერი აიღო, ხოლო ორიოლ რომეუ 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს ნომრები მხოლოდ პრესეზონისთვისაა განკუთვნილი. შესაძლებელია, ოფიციალური შეხვედრებისთვის მოთამაშეებმა სხვა ნომრები აიღონ (მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი ვაკანტური გახდება).

პირველ ამხანაგურ შეხვედრას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ხვალ, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავენ.


Facebook კომენტარები