logo

რივალდო: "არ მჯერა, რომ მესი "ბარსელონას" დატოვებს"

რივალდო: "არ მჯერა, რომ მესი "ბარსელონას" დატოვებს"

ბრაზილიისა და "ბარსელონას" ლეგენდარული თავდამსხმელი რივალდო მესის გუნდიდან წასვლის შესახებ აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეკულაციის საერთოდ არ სჯერა.

"არ მჯერა, რომ მესიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს "ბარსელონა" დატოვოს. ჩემი აზრით, ის კარიერას "კამპ ნოუზე" დაამთავრებს, ის გუნდში 14 წლის ასაკიდან თამაშობს, აქაურობა ძალიან უყვარს და თავს კომფორტულად გრძნობს. არც ის მგონია, რომ წასვლა მისთვის უკეთესი იქნება".

"ჩემი აზრით, მას კარიერის ერთ გუნდში გატარება უწერია ბედად, როგორც ფრანჩესკო ტოტის "რომაში", ან როჯერიო სენის "სან პაულოში". წარმოუდგენელი იქნება, მესიმ რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშოს, ამიტომ გუნდიდან რომც წავიდეს, ჩემი აზრით, ევროპულ გუნდში არ გადავა და ამერიკაში ან აზიაში გადაწყვეტს კარიერის დასრულებას".

როგორც პრესა წერს, მესი, შესაძლოა, "იუვენტუსში" გადავიდეს და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში სცადოს, რისიც საერთოდ არ მჯერა. რა თქმა უნდა, მათი ერთად ხილვა ყველასთვის კარგი იქნება, მაგრამ არამგონია ეს ყველაფერი რეალური იყოს", - განაცხადა რივალდომ.

"ბარსელონას" ლეგენდა რამდენიმე თვის წინ საქართველოს ეწვია და აჭარაბეთის ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის ყურებაც გულშემატკივრებს adjarabet.com-ზე შეუძლიათ.

4 თვის წინ
334 / 0
ლევან კვინიკაძე
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ