8 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია! - რა გეგმა აქვს “ბარსელონას” ბერნარდუ სილვას შესაძენად
ცნობილია! - რა გეგმა აქვს “ბარსელონას” ბერნარდუ სილვას შესაძენად

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდება “მანჩესტერ სიტის” პორტუგალიელი ფეხბურთელის, ბერნარდუ სილვას შეძენით. 

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, როჯერ ტორელოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” სურს, რომ 28 წლის ფეხბურთელი 1 წლიანი იჯარით (+გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს).

თუ “მანჩესტერ სიტი” ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, “ბარსელონა” ბერნარდუს ყიდვას შეეცდება.

ცნობისთვის, სილვამ გასულ სეზონში ჩატარებულ 54 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები