8 თვის და 2 კვირის წინ
გიუნდოგანის სათამაშო ნომერი ცნობილია
გიუნდოგანის სათამაშო ნომერი ცნობილია

ლა ლიგის ოფიციალურ საიტზე ილქაი გიუნდოგანი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელი ნახევარმცველი "ბარსელონამ" დაარეგისტრირა.

33 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანაში" 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

22 ნომერი ილქაისთვის უცხო არ გახლდათ. კარიერის სტარტზე იგი "ნიუნბერგში" სწორედ ამ ნომრით ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" გუშინ რონალდ არაუხოც დაარეგისტრირა, თუმცა კლუბს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს დასარეგისტრირებელი.


Facebook კომენტარები