8 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია! - რა შემთხვევაში განხორციელდება კანსელოს ტრანსფერი
ცნობილია! - რა შემთხვევაში განხორციელდება კანსელოს ტრანსფერი

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდება პორტუგალიელი შემტევის, ჟოაუ კანსელუს დამატებით.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ “ბარსელონამ” პორტუგალიელი ვარსკვლავის ტრანსფერი კვირამდე ვერ დახურა, ამ შემთხვევაში კატალონიური გუნდი სხვა ვარიანტებზე გადაერთვება.

კანსელუს შემდეგ “ბლაუგრანასთვის” მთავარი პრეტენდენტი “ვალიადოლიდის” მოთამაშე, ივან ფრესნედა გახლავთ.

ცნობისთვის, “ბარსელონას” მიზანია, რომ კანსელუ 1 წლიანი იჯარით (+გამოსყიდვის უფლებით) დაიმატოს.


Facebook კომენტარები