8 თვის წინ
“ბარსელონამ” მორიგი სამიზნე დაკარგა
“ბარსელონამ” მორიგი სამიზნე დაკარგა

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” თვეების განმავლობაში “ვალიადოლიდის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ივან ფრესნედას შეძენით ინტერესდებოდა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” ფრესნედა საბოლოოდ დაკარგა.

18 წლის ესპანელი ფეხბურთელი კარიერას “სპორტინგში” გააგრძელებს.

ფრესნედა დიდი ხანი ელოდებოდა “ბარსელონას” გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოოდ “სპორტინგში” გადასვლა გადაწყვიტა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბარსელონა” მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჟოაუ კანსელუს შეძენას შეეცდება.


Facebook კომენტარები