8 თვის წინ
ფეხბურთელი წასვლას ცდილობს - ჩავიმ ტრანსფერი დაბლოკა
ფეხბურთელი წასვლას ცდილობს - ჩავიმ ტრანსფერი დაბლოკა

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ერიკ გარსიამ შეიძლება გუნდი სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებში დატოვოს.

მატეო მორეტოს ინფორმაციით, ესპანელი უკანახაზელის "ჟირონაში" გადაბარგება უფრო და უფრო რეალური ხდება.

მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ერთის მხრივ, "ჟირონაში" დიდად ოპტიმისტურად განწყობილები არ არიან, თუმცა "ბარსაში" ფიქრობენ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო ვარიანტია.

ჟერარ რომეროს თუ დავუჯერებთ, გარსიასა და "ბლაუგრანას" წარმომადგენლები ერთმანეთს უახლოეს საათებში შეხვდებიან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტრანსფერის განხორციელებას გუნდის თავკაცი ეწინააღმდეგება.

ადრია ალბეტსის თანახმად, ჩავი ეცდება, რომ გარსია დარჩენაზე დაითანხმოს, რადგან 22 წლის მცველი მისი გეგმების ნაწილია. ხავი მიგელის მიხედვით, "მაესტრომ" ერიკის წასვლა საერთოდ დაბლოკა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარსიას აბარგება "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ფინანსური ფეარ-პლეის მდგომარეობას დიდად ვერ გაუუმჯობესებთ, შემადგენლობის სიღრმე კი მნიშვნელოვნად შემცირდება, ამიტომ ჩავის გადაწყვეტილება არ უნდა გაგვიკვირდეს.


Facebook კომენტარები