6 თვის და 3 კვირის წინ
10-იანი არ იქნება - "ბარსამ" ნომრები გამოაქვეყნა
10-იანი არ იქნება - "ბარსამ" ნომრები გამოაქვეყნა

"ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა იმ ნომრების სია, რომლებსაც ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში მოირგებენ.

მთავარი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ გუნდს წელს ათიანი არ ეყოლება. ანსუ ფატის "ბრაიტონში" განათხოვრებამ კატალონიური გრანდი 10 ნომრით მოთამაშე ფეხბურთელის გარეშე დატოვა.

ახალწვეულთაგან ჟოაუ კანსელუ 2 ნომერი იქნება ინიგო მარტინესი - 5, ჟოაუ ფელიქსი - 14, ორიოლ რომეუ - 18 და ილქაი გიუნდოგანი - 22.

აქვე გეტყვით, რომ პირველ გუნდში სულ 19 ფეხბურთელი ირიცხება.


Facebook კომენტარები