6 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსა" ისევ საყრდენს ეძებს - 4 კანდიდატი
"ბარსა" ისევ საყრდენს ეძებს - 4 კანდიდატი

"ბარსელონა" იანვარში კიდევ ერთი საყრდენის დამატებას ეცდება, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო.

საყრდენი ნახევარმცველის გაფორმება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" საზაფხულო ამოცანაც გახლდათ და იგი მათ "ჟირონადან" ორიოლ რომეუს წამოყვანით შეასრულეს.

რომეუ ახლა გუნდში ერთადერთი ნომინალური საყრდენია. როგორც ჩანს, "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ კონკურენტი მასაც სჭირდება.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" შემდეგ კანდიდატებს განიხილავს:

პალინია (ფულემი)

გვიდო როდრიგესი (ბეტისი)

ჟორჟინიო (არსენალი)

ფლორენტინო ლუისი (ბენფიკა)

ამ ოთხეულის ორ წევრს - გვიდოსა და ფლორენტინოს კლუბს გასული ზაფხულის განმავლობაშიც უკავშირებდნენ.


Facebook კომენტარები