logo

ცნობილია: რას სთავაზობდა "ბარსა" "პსჟ-ს" ზაფხულში

ცნობილია: რას სთავაზობდა "ბარსა" "პსჟ-ს" ზაფხულში

როგორც მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი საგა "პარის სენ ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორისა და "ბარსელონას" გარშემო დატრიალდა.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" თვეობით ცდილობდნენ პარიზულ გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" საბოლოო შეთავაზება ნეის სანაცვლოდ ასეთი გახლდათ: 130 მილიონი ევრო + რაკიტიჩი + ტოდიბო + დემბელეს იჯარა.

წყაროს თანახმად, ამ წინადადებით "პსჟ-ც" მოიხიბლა, თუმცა მათ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დღეებით ადრე შეუძლებლად მიიჩნიეს, რომ ერთდროულად სამ ფეხბურთელთან წარემართათ მოლაპარაკება, რის გამოც ტრანსფერი არ შედგა.

7 თვის წინ
723 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ