5 თვის და 4 კვირის წინ
ოფიციალურად: "ბარსამ" ჩავისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: "ბარსამ" ჩავისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა ჩავი ერნანდესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების ვადა 2025 წლის პირველ ივლისამდეა. წინას მოქმედების ძალა 2024 წლის ივნისში ეწურებოდა.

აღნიშნულ კონტრაქტში მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პუნქტიცაა ჩადებული. ეს "ბლაუგრანას" მიერ მოგებულ ტიტულებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ჩავის ხელმძღვანელობით "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 61 მოგება, 16 ფრე და 19 წაგება აქვთ. გუნდი თამაშში საშუალოდ 2.07 ქულას იღებს.

"მაესტრომ" კატალონიურ გრანდს ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.


Facebook კომენტარები