1 წლის და 2 თვის წინ
"უკეთესი ვარ, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავი" - ჟორდი ალბას ინტერვიუ
"უკეთესი ვარ, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავი" - ჟორდი ალბას ინტერვიუ

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა ჟორდი ალბამ Universo Valdano-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჟურნალისტის მრავალ შეკითხვას უპასუხა.

გთავაზობთ ვეტერანი ფლანგელის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"არ არის ადვილი, იყო "ბარსელონას" მსგავს კლუბში და აჩვენო თამაშის მაღალი დონე 11 წლის განმავლობაში. ჩემი დებიუტიდან მოყოლებული, დისკუსია ყოველთვის არსებობდა და ვიცოდი, რომ იგი მანამ გაგრძელდებოდა, სანამ აქ ვითამაშებდი."

"არ ვიღებ იმდენ წუთს, რამდენსაც ვისურვებდი, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ და თანაგუნდელებთან განსხვავებული როლი მაქვს. ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ, რომ მეტი წუთის თამაში შეგვიძლია. თავს კარგად ვგრძნობ, ამაყი ვარ და ვიცი, რას წარმოვადგენ, როგორც ფეხბურთელი. რა გამიკეთებია და რისი გაკეთება შემიძლია."

"როცა ბალდე ესპანეთის ნაკრებში მოვიდა, მას ბევრი რჩევა მივეცი, რადგან ნაკრებში განაპირა მცველების პოზიციონირება "ბარსასგან" განსხვავებული გახლდათ. ალეხანდრო ძალიან კარგი ბიჭია, წინ დიდი მომავალი აქვს და განვითარებაც შეუძლია."

"ბარსელონაში" განსაკუთრებული თაობა წამოვიდა: არნაუ ტენასი, არაუხო, ერიკ გარსია, ბალდე, ანსუ ფატი, ფერან ტორესი."

"მე და მესი ერთმანეთს სრულყოფილად ვუგებდით. პასს ზუსტ დროს ვაძლევდი ხოლმე. მასთან შექმნილი დუეტი ყველაფერს აიოლებდა. ჩემი თითქმის ყველა გადაცემა მესისკენ იყო მიმართული. თამაშის ყველა ასპექტში, ის საუკეთესოა."

"ენრიკესთან "ბარსაში" განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. მისი ხასიათი მომწონდა. იყო მომენტები, როცა ის ჩემს თავს სხვა ფეხბურთელებს არჩევდა, მაგრამ ეს მხოლოდ დამეხმარა. ჩემთვის, ის საუკეთესო მწვრთნელია."

"ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხები ძალიან რთული გადასატანი იყო. უნდა იცოდე, როგორ გადალახო ეს და როგორ გახდე უფრო ძლიერი."

"როცა ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი დავტოვეთ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს სურდა, რომ ტიტული ლეოს მოეგო. იგი მას იმსახურებდა ყველაფერ იმის გამო, რაც გადაიტანა, რაც ფეხბურთს მისცა და როგორადაც უნდოდა მას გამარჯვება."

"ახლა უკეთესი ფეხბურთელი ვარ, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავი."

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ალბას პოზიციები სასტარტო თერთმეტეულში მნიშვნელოვნად შეიერყა. ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველად ალეხანდრო ბალდე იქცა, ჟორდიმ კი უფრო მენტორის როლი მოირგო. მიუხედავად ამისა, ესპანელის მონაგარი მაინც სოლიდურია - 1 გოლი, 6 ასისტი.

"


Facebook კომენტარები