6 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსას" ფული სჭირდება - რას გეგმავს კლუბი წლის ბოლოს
"ბარსას" ფული სჭირდება - რას გეგმავს კლუბი წლის ბოლოს

"ბარსელონა" ნოემბერში ან დეკემბერში ამხანაგური მატჩის ჩატარებას განიხილავს, - იუწყება Mundo Deportivo.

"ბლაუგრანას" ამის გაკეთება იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის დამატებითი შემოსავლის მისაღებად უნდა.

კატალონიურ გრანდს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა კლუბში იმედოვნებენ, რომ კალენდარში შესაფერისი პერიოდის ამორჩევას მოახერხებენ.

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსას" იანვარში ვიტორ როკეს დარეგისტრირება უნდა. "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ეს პრიორიტეტული ამოცანაა, რომლის შესრულებასაც დამატებითი ფინანსური სახსრები მხოლოდ გაადვილებს.

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჩავის გუნდი ბიუჯეტის შესავსებად ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მაგალითად, 2022 წელს კატალონიელები ავსტრალიას ესტუმრნენ და A ლიგის საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ეთამაშნენ მატჩში, რომელსაც კლუბისთვის წმინდ ფინანსური დატვირთვა ჰქონდა.


Facebook კომენტარები