6 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსელონას" მთავარი პრობლემა ლამინესთან დაკავშირებით
"ბარსელონას" მთავარი პრობლემა ლამინესთან დაკავშირებით

"ბარსელონას" ყველაზე დიდი პრობლემა ლამინე იამალთან დაკავშირებით, გახლავთ ის, რომ იგი თამაშის მიმდინარეობას ხშირად ეთიშება ხოლმე, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი ხერმან ბონა.

16 წლის შემტევსა და "ბლაუგრანას" ზოგიერთ ფეხბურთელს შორის მინდორზე ურთიერთგაგება ჯერ არ დამყარებულა.

მაგალითისთვის, "პორტუსთან" მატჩში ილქაი გიუნდოგანმა ლამინეს სულ 1 გადაცემა გაუკეთა. იამალმაც გერმანელ შუახაზელს მხოლოდ 2-ჯერ გადააწოდა ბურთი.

მაშინაც კი, როცა ჩავიმ რაფინია და ლამინე ერთად ათამაშა, მათ კომბინირებას ხშირად ვერ ვხედავდით, მიუხედავად იმისა, რომ წესით და რიგით ერთმანეთს შესანიშნავად უნდა უგებდნენ ხოლმე. 

ალბათ, ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ხსენებული პრობლემა არ ეხება, ჟოაუ კანსელუა. პორტუგალიელმა ფლანგელმა "პორტუს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ახალგაზრდა შემტევს 6 პასი გაუკეთა, თავად კი 2-ჯერ მიიღო მისგან ბურთი.

ლამინეს ტალანტის გათვალისწინებით, ცალსახააა, რომ როცა იგი მოედანზეა, თანაგუნდელებისგან უფრო აქტიურად უნდა იტვირთებოდეს. იმედია, ჩავი ამ პრობლემის გადაჭრას მოახერხებს.


Facebook კომენტარები