1 წლის და 2 თვის წინ
მესი "ბარსაში" დაბრუნებას განიხილავს - ფავორიტი სხვა გუნდია
მესი "ბარსაში" დაბრუნებას განიხილავს - ფავორიტი სხვა გუნდია

დროის გასვლასთან ერთად, ლეო მესის მიერ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი უფრო და უფრო იკლებს, - იუწყება L'Equipe.

ფრანგული გამოცემის თანახმად, გუშინ არგენტინელი მეგავარსკვლავის მამა და აგენტი, ხორხე მესი "პსჟ-ს" წარმომადგენლობას შეხვდა. მიღებულ შეთავაზებაზე მესი არ დასთანხმდა.

წყაროს ცნობით, ლეო "ბარსელონაში" დაბრუნებას განიხილავს, მაგრამ მისთვის ბრძოლაში ფავორიტი "ინტერ მაიამი" იქნება.

მაიამიში საცხოვრებლად გადასვლა სურს ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის ოჯახსაც;.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მესის "პსჟ-მ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩი წააგო მიუნხენის "ბაიერნთან".

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელის მონაგარი 15 გოლსა და 14 საგოლე გადაცემას შეადგენს.


Facebook კომენტარები